2018-07-02 18:54:15, 776 ნახვა
სამართალი
სასამართლომ „ქართული მარშის“ 2 წევრი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა
"ქართული მარშის წევრები", რომლებიც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან აქციის დროს დააკავეს, სასამართლომ გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლადო სადღობელაშვილი ავრცელებს.
როგორც სადღობელაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი 7000-7000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართული მარშის" 5 წევრი, მათ შორის ტავად ლადო სადღობელაშვილი 7 ივნისს გაათავისუფლა, ხოლო პატიმრობაში ლუკა ნაცვლიშვილი და გიორგი ონიანი იყვნენ დარჩენილები.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2"-თან პოლიციამ "ქართული მარშის" წევრები 21 მარტს დააკავა. ისინი გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ რეპლიკას აპროტესტებდნენ.„ქართული მარშის“ დაკავებულ წევრებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 მარტს შეუფარდა.
ავტორი: ,