03:45 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-30 11:02:43, 737 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა, შსს-ს პოლიციის აკადემიისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ქალთა ინტეგრირებულ ტურნირში - „შეცვალე სამყარო“ მიიღო მონაწილეობა.

აღნიშნულ ღონისძიებას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ღვისშვილთა კავშირმა“ გაუწია.

ტურნირი მიზნად ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ქალთა - მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, შშმ და სსმ ბავშვთა მშობლებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წევრთა სტიმულირებასა და მათში თვითრწმენის გაძლიერებას ისახავდა.

ღონისძიებაში მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებმა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე არასრულწლოვან პირთა მშობლებმაც მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მზად არის მხარი დაუჭიროს და მონაწილეობა მიიღოს ანალოგიური სახის ღონისძიებებში, რომელიც დიკრიმინაციის ყველა, პირდაპირი თუ ირიბი ფორმის აღმოფხვრას ემსახურება. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოების დამოკიდებულებისა და ჯერ კიდევ არსებული სტიგმის დაძლევას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics