02:18 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 17:30:07, 761 ნახვა

ეკონომიკა
ჩერქეზიშვილი: ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე დადებითი გავლენა დღგ-ს ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემას აქვს

„ერთმნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობის ზრდაზე ის დადებითი გავლენა, რაც აქვს დღგ-ს ზედმეტობების ავტომატური დაბრუნების სისტემას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმის ფარგლებში, უკვე დაბრუნებულია 226 მლნ ლარი 6 თვის მდგომარეობით, რაც უკვე აღემატება 2017 წლის  წლიურ მაჩვენებელს, ხოლო შარშანდელი 6 თვის მაჩვენებელზე 2.1-ჯერ მეტია.

 „ივნისის ბოლოსთვის უკვე მობილიზებული იქნება 400 მლნ ლარის ზედმეტობის დაბრუნებისთვის საკმარისი რესურსი. ეს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსია ბიზნესისთვის, რაც აისახა კიდეც ეკონომიკურ ზრდაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

„საქსტატის"წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2018 წლის მაისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 7,5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2018 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო რეალური ზრდა 6,1 პროცენტი დაფიქსირდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics