22:38 - 13 May, 2026
|
2018-06-29 14:26:21, 416 ნახვა
რეგიონი
ფოთთან, რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ფოთთან, მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელობა ადგილზე გაეცნო. აღდგენითი სამუშაოები უტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, რომელიც კაშხლისა და რაბრეგულატორისგან შედგება; იცვლება ამორტიზებული ელექტრომექანიკური მოწყობილობები. მდინარე რიონის სარეგულაციო ჰიდროკვანძის მწყობრში მოყვანის შემდეგ, სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება დამხმარე ნაგებობებს და კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია. სრულდება ყველა საჭირო სამუშაო იმისათვის, რომ, შესაძლო წყალდიდობის შემთხვევაში, ნაგებობა მზად იყოს, გაატაროს წყლის მაქსიმალური მოცულობა და ქ. ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტის სოფლები და სასოფლო-სამეურნეო ფართობები არ დაიტბოროს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)