|
2018-06-29 14:16:35, 432 ნახვა
რეგიონი
შსს ახალ გუდაურში მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია ახალ გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მომხდარი შემთხვევის დროს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. „მიმდინარე წლის 28 ივნისს ყაზბეგის რაიონში, ახალი გუდაურის შესასვლელთან მდებარე ავტოსადგომის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა სატრანსპორტო საშუალების - ე.წ . მუხლუხა ტვირთამწის დემონტაჟი, რა დროსაც ამწეს დეტალი მოსწყდა და ერთ-ერთ მუშას - 1982 წელს დაბადებულ ხ.ტ.-ს დაეცა. იგი მიღებული დაზიანებების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)