01:01 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-26 15:32:36, 710 ნახვა

საზოგადოება
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო „ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან“ დადებულ მემორანდუმს წყვეტს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” დადებული მემორანდუმი ცალმხრივად გაწყვიტოს, - ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.

სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს გამოიკვეთა რამდენიმე ორგანიზაცია და აქტივისტი, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან რეორგანიზაციით გათავისუფლებულ ადამიანებთან ერთად, პირადი გამორჩენის მიზნით ცდილობენ სააგენტოსთვის ჩრდილის მიყენებას და მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

„ამ და სხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, ცალმხრივად გაწყვიტოს 2015 წლის 8 მაისს  ,,საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებასთან” (GSPSA) დადებული მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანია, ყველა მიმდინარე და დაგემილი პროცესი იყოს გამჭვირვალე და ღია ყველა დაინტერესებული მხარისათვის, ვინაიდან საზოგადოების აქტიური მონაწილეობა პროცესებს უფრო სრულყოფილს გახდის და ეს საბოლოო ჯამში ჩვენს დედაქალაქში ცხოველების მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს თუ ორგანიზაციას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს ცხოველების მოვლა-პატრონობის პროცესში და სააგენტოსთან ერთად ზრუნავს მათზე“, - ნათქვამია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს განცხადებაში.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics