23:11 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 18:11:12, 633 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა დღე კოჯორში აღინიშნა

სერჟანტთა პროფესიული დღე კოჯორში საჩვენებელი სწავლებით დაიწყო. აეროდრომის ტერიტორიაზე ათეულის მეთაურის კურსის მსმენელების მიერ საველე მაკეტის გამოყენებით, დავალების პრაქტიკულად აღსრულება გაიმართა.  

ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე და სახმელეთო ძალების სარდლები დაესწრნენ. 

სწავლების შემდეგ, სერჟანტთა აკადემიის სამწყობრო მოედანზე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (BCT) დრილსერჟანტების მიერ, ახალი სამწყობრო წესდების მიხედვით, სამწყობრო მომზადების დემონსტრირება გაიმართა, რის შემდეგაც ღონისძიება გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის საკონფერენციო დარბაზში გაგრძელდა. 

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დარბაზში შეკრებილ სერჟანტებს პროფესიული დღე პირადად მიულოცა. მინისტრის განცხადებით, შეიარაღებულ ძალებში დიდი ყურადღება ექცევა მცირე ზომის ქვედანაყოფებს, მეთაურების უნარ-ჩვევების დახვეწას, მათ პასუხისმგებლობას და ავტონომიურად გადაწყვეტილებების მიღებას. ლევან იზორია სახელფასო სარგოს ზრდის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ GDRP-ის პროგრამაში მონაწილე სამხედროებს ხელფასი 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში წოდების შესაბამისად გაეზრდებათ. სამომავლოდ კი, შრომის ანაზღაურების კუთხით ხელფასის ზრდა, ეტაპობრივად, ყველა სამხედრო მოსამსახურეს შეეხება. 

ღონისძიების დასასრულს მინისტრმა სერჟანტი გიორგი ძებისაშვილი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის  სამსახურებრივი-საშტატო იარაღით დააჯილდოვა. სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი 2018 წლის 25 მარტს მიენიჭა და პირველად სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო მომზადების კურსი დაიწყო.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics