05:18 - 07 Jul, 2026
|
2018-06-21 16:36:11, 954 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობას ოფიციალურად შეუდგა. მთავრობის მეთაურმა სამუშაო კაბინეტში მინისტრების დანიშვნის ბრძანებებს ხელი მოაწერა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის შემადგენლობა პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. სამთავრობო გუნდს მხარი 99-მა დეპუტატმა დაუჭირა, 6 კი, წინააღმდეგი იყო. როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი სამინისტროების რაოდენობას 14-დან 11-მდე ამცირებს. მამუკა ბახტაძე 2-3 კვირაში პარლამენტს მთავრობის სტრუქტურული ცვლილებების პროექტს წარუდგენს. მას შემდეგ, რაც პარლამენტი შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს განახორციელებს, მამუკა ბახტაძე საკანონმდებლო ორგანოში ნდობის მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ, მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობით მივა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)