|
2018-06-20 13:49:00, 497 ნახვა
რეგიონი
ახალციხეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
ახალციხის მუნიციპალიტეტში ფერსა-მუგარეთის და გიორგიწმინდას მექანიკური სარწყავი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე ობიექტზე მოეწყო წყლის სატუმბი სადგურები და აღიჭურვა შესაბამისი ელექტრო დანადგარებით, დამონტაჟდა ჭები და მილხიდები. არხების დაზიანებული მონაკვეთების ნაცვლად მოეწყო ახალი ნაწილები; ის მონაკვეთები კი, რომლებიც დემონტაჟს არ საჭიროებდა და დაგროვილი შლამის გამო წყალს სათანადოდ ვერ ატარებდა, გაიწმინდა და მოწესრიგდა. სატუმბი სადგურის ტერიტორია შემოიღობება და მოეწყობა სისტემასთან არსებული სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები. ფერსა-მუგარეთისა და გიორგიწმინდას სარწყავ სისტემებზე მიმდინარე სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტში დამატებით 222 ჰექტარ მიწის ფართობს მორწყავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამცხე-ჯავახეთში დღეისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 5 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, რაც ჯამში რეგიონის 1 315 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)