23:10 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 17:24:22, 515 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია: GDRP საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენაა მიმართული

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ერთად ყველაზე  ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელებაზე გაამახვილა ყურადღება.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, პროგრამა 18 მაისს დაიწყო და ის საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენაა მიმართული.

„აქამდე წვრთნები, ძირითადად, საერთაშორისო მისიების ფარლებში ამოცანების შესრულებაზე იყო ორიენტირებული. წელს ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისი პოლიტიკის აღსრულების მიზნით, დავიწყეთ პროგრამა, რომელიც მიმართულია სწორედ ამ ეფექტიანი შეკავების პოლიტიკის უზრუნველყოფისკენ,  რაც თავის თავში მოიცავს ასევე აღჭურვილობას. ჩვენ დავიწყეთ უპრეცედენტოდ მასშტაბური ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობით იმ ბატალიონების აღჭურვა, რომელიც აღნიშნულ პროგრამას გაივლიან“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ თავდაცვის უწყებაში განხორციელებული ოპტიმიზაციის პოლიტიკის შედეგად GDRP-ში მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს  ხელფასები გაეზრდებათ:  „ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იმისა, რომ ჯარისკაცებმა, რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებენ ნატოს სტანდარტებს, შესაბამისი ფინანსური ანაზღაურებაც მიიღონ. საუბარია 100-დან  400 ლარის ფარგლებში რანგის მიხედვით მათ ფინანსურ უზრუნველყოფაზე“.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics