21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-19 16:07:55, 625 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა რეგიონალურ სემინარში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებმა რეგიონალურ სემინარში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის “უკეთესი სწავლება უსაფრთხო კვებისათვის (BTSF)“ ფარგლებში  ჩატარდა  სამუშაო სწავლება, რომელიც ფრინველის გრიპსა და მეფრინველეობას შეეხო. პროექტში ჩართული იყვნენ საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ვეტერინერი სპეციალისტები. შეხვედრის დროს, მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ჩატარდა რამდენიმე დღიანი სამუშაო პრაქტიკები.

სამუშაო სწავლების მიზანია საგანმანათლებლო პროცესში და სამეცნიერო კვლევებში ფრინველის გრიპის ობიექტური შეფასება, კვლევის სტანდარტების  განხილვა და მათი გაზიარება სამეცნიერო საზოგადოებასთან. ასევე, ქვეყნისა და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე მომუშავე სტრუქტურების პოტენციალის განსაზღვრა ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს.

BTSF-ის პროექტის შედეგია რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება.

პროექტის “უკეთესი სწავლება უსაფრთხო კვებისათვის (BTSF)“ ინიციატივა ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics