|
2018-06-18 18:38:38, 784 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე გოდერძი-ბეშუმის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ერთად გაეცნო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოები ერთი თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს. ზურაბ პატარაძის თქმით, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარება არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მთაში უფრო მეტ ტურისტს, უფრო მეტ დასაქმებას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოიტანს. გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის" წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მიმდინარე ზაფხულს ბეშუმისკენ გადაადგილება უკვე ბევრად უფრო კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)