|
2018-06-18 12:19:03, 729 ნახვა
საზოგადოება
ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი“ ევროპის მარკების კონკურსზეა წარდგენილი
ევროპის საფოსტო გაერთიანების „PostEurop”-ის ეგიდით ყოველწლიურად ევროპული მარკების კონკურსი იმართება. საკონკურსო თემას PostEurop-ის მარკების და ფილატელისტების სამუშაო ჯგუფი ირჩევს. წლევანდელ თემას ხიდები წარმოადგენს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტის“ მიერ კონკურში წარდგენილი იქნა ქართული საფოსტო მარკა „EUROPA 2018 - ბესლეთის ხიდი“. მარკაზე აღბეჭდილია XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი ბესლეთის ხიდი, მას ასევე თამარის ხიდსაც უწოდებენ. ხიდი მდებარეობს სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე, იგი ერთმალიან თაღოვან ხიდს წარმოადგენს, მისი სიგრძე 35 მ., სიმაღლე 8 მ., ნაგებია კირქვის ფილებით დუღაბზე. თაღის ყოველ საპირე ქვაზე ამოკვეთილია ქართული ასომთავრული ასოები, ხოლო დასავლეთ კიდეზე მოთავსებულია ერთსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა - „ქრისტე მეუფეო ყოველთა.... ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფეთა მეფე ბაგრატი“. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე იდგა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ასევე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით, რომელიც 1990-იანი წლების დასაწყისში დაიკარგა. ბესლეთის ხიდს მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ძეგლის სტატუსი. ევროპული მარკების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ „PostEurop“-ის წევრი ქვეყნის ეროვნული საფოსტო ოპერატორს, რომელსაც აქვს უფლება სპეციალური საფოსტო მარკის გამოცემის მაიდენტიფიცირებელი სიმბოლოთი „EUROPA“. საფოსტო მარკები „EUROPA“ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მარკებს წარმოადგენს, რომელიც სპეციალურად იბეჭდება ევროპის საფოსტო ოპერატორების მიერ „PostEurop“-ის ეგიდით. საფოსტო მარკები „EUROPA“ აღნიშნავს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის და მისი თემატიკა ხაზს უსვამს ევროპული ქვეყნების საერთო ფესვებს კულტურულ და ისტორიულ ჭრილში, ასევე მათ საერთო მიზნებს. პირველი საფოსტო მარკა სიმბოლოთი „EUROPA“ 1956 წელს გამოიცა და სწორედ ამ დროიდან ჩაეყარა საფუძველი ევროპული მარკების კონკურს. იმისთვის რომ, ქართული მარკა გახდეს 2018 წლის ევროპის საუკეთესო მარკა, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს და ხმა მისცეთ ქართულ საფოსტო მარკას - http://www.posteurop.org/europa2018 ხმის მიცემის წესები: ▪ რეგისტრაციისთვის სავალდებულო შესავსები ველები: სახელი, გვარი, ელ.ფოსტა და ქვეყანა (მისამართის მითითება არ არის სავალდებულო) ▪ მარკის მონიშვნა ▪ ხმის მიცემა - (ქვედა მარჯვენა კუთხეში).
(NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)