21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 17:57:46, 948 ნახვა

საზოგადოება
გლდანის რაიონში თანადაფინანსებული პროექტები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, ბინათმესაკუთრეთა თანადაფინანსების ახალი წესის მიხედვით, პროექტები აქტიურად მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, მუხიანის მე-2 მ/რ-ის N5 კორპუსში წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, 16 საკანალიზაციო ჭა მოეწყობა, 347 გრძივ მეტრზე კი გოფრირებული მილი განთავსდება.

ამასთან, გლდანის რაიონის გამგეობამ სახურავების შეკეთებაც დაიწყო, ილორის ქ. N11-ში, 1100 კვ.მ-ზე ქანობიანი სახურავის გადახურვა, ა მ/რ-ის N52 კორპუსში კი ლიფტის შეკეთების სამუშაოები ხორციელდება.

გარდა ამისა, სამუშაოები რამდენიმე მისამართზე დასრულდა, გლდანის მე-3 მ/რ N86 კორპუსში წყალარინების შიდა და გარე ქსელის 116 გრძ.მ-ის შეცვლა განხორციელდა; ა მ/რ-ის N52 კორპუსში 150 გრძ.მ-ზე შიდა წყალგაყვანილობის ქსელი შეიცვალა. გლდანის მე-2 მ/რაიონის N24 „ბ“ კორპუსში 490 კვ.მ-ზე და მუხიანის მე-4 ბ მ/რ-ის N29 კორპუსში ბრტყელი სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანადაფინანსებული პროექტების მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად გაეცნო.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების ახალი წესის თანახმად, გამგეობამ სამუშაოები 100%-ით დააფინანსა. პროექტებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები ახორციელებენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics