|
2018-06-16 12:58:04, 658 ნახვა
რეგიონი
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში უფასო სამედიცინო აქცია ტარდება
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში ომის მონაწილეებისათვის, ომის ვეტერანებისათვის, მათი ოჯახის წევრებისა და კომპაქტურად ჩასახლებული დევნილი ოჯახებისათვის უფასო სამედიცინო აქცია ტარდება. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, რუსუდან შავიშვილი, მინისტრის მოადგილე, რამაზ ჯინჭარაძე და ბათუმის მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე გაეცნენ. უფასო სამედიცინო აქცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ტარდება. პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას აკადემიკოს გულიკო ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები უწევენ. კარდიოლოგიური პროფილის უფასო სამედიცინო მომსახურება კონსულტაციებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრო-კარდიოგრაფიულ და ლაბორატორიულ კვლევებს. აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და ქალაქ ბათუმის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)