13:12 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-16 12:02:09, 1135 ნახვა

სამართალი
გურიაში ებრაელი ბიზნესმენი დააყაჩაღეს

გურიის სოფელ დაბა ლაითურში ყაჩაღობა მოხდა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ებრაელი ბიზნესმენის იგორ ასკაროვის სახლში უცნობი პირები შეიჭრნენ და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნაცემია მისი მეუღლეც.

ბოროტმოქმედები სასოფლო ინვენტარით, ნაჯახით, უროთი და ჩაქუჩით იყვნენ შეიარაღებულები. 

ბიზნესმენს სოფელ დაბა ლაითურში რამდენიმემილიონიანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ასკაროვი ამბობს, რომ ეს მასზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მისივე თქმით, დამნაშავეებმა სახლიდან ოქროს სამკაული და 20 ლარი წაიღეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ევროპაში საბრძოლო ველზე სუპერტანკი წარადგინეს, რომელიც რობოტული კოშკურითა და დრონებითაა აღჭურვილი .
ვენსი შვეიცარიაში ირანთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა
მზია ამაღლობელი - ელენე ხოშტარიას მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ - მინდა მას ვუთხრა, რომ მარტო არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics