|
2018-06-16 11:45:08, 549 ნახვა
რეგიონი
„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, წინანდალში ფერმერმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა
2018 წლის თებერვალში, სახელმწიფოს მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში ახალი ქვეკომპონენტის დამატებით, მეწარმეებსა და ფერმერებს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენის შესაძლებლობა გაუმარტივდათ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის უკვე გაცემულია 146 აგროკრედიტი, ჯამური თანხით 3,790,671 ლარი და 1 აგროლიზინგი, ჯამური თანხით 1,499,830.69 ლარი. პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ბენეფიციარმა გიორგი ლუარსაბიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობზე არსებული მეურნეობისთვის, ახალი ტრაქტორის, სენსორული ვერტიკალური ფრეზის და საწამლი მოწყობილობის შესაძენად 54,000 ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტი აიღო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ მენეჯერმა, ვალერი ქვაჭრელიშვილმა, კახეთის გუბერნატორთან ირაკლი ქადაგიშვილთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, კომპანიის მიერ შეძენილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა-აღჭურვილობა დაათვალიერა. სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი ქვეკომპონენტი გულისხმობს შეღავათიან აგროკრედიტს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და/ან იმპლემენტის შესაძენად და შეღავათიან აგროლიზინგს - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის (ტექნიკისა ან/და იმპლემენტის დასაფინანსებლად). სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)