|
2018-06-16 11:31:58, 1457 ნახვა
ეკონომიკა
ENPARD-მა და საქართველოს მთავრობამ ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო
ევროკავშირმა და საქართველოს მთავრობამ, სოფლის მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის ევროპის სამეზობლო (ENPARD) პროგრამის ფარგლებში, ორი ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება დაიწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ განცხადება ერთობლივად გააკეთეს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ. შეხვედრას ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი და გაეროს მუდმივი კოორდინატორო ნილ სკოტი ესწრებოდნენ. „ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები კარს უხსნიან საქართველოში წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირის ბაზრისკენ. სოფლის განვითარების შედეგად საქართველოს მოსახლეობა უკეთ შესძლებს ამ პოტენციალის გამოყენებას“, - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა. „ევროკავშირის მხარდაჭერა მართლაც უპრეცედენტოა. უკვე განხორციელდა ორი ფაზა და მესამე ფაზაზე გადავედით. მესამე ეტაპის მთავარი აქცენტი არამხოლოდ სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობაა არამედ მოიცავს არა სასოფლო–სამურნეო აქტივობებსაც, მაგალითად როგორიც არის ტურიზმის განვითარება. ჯამში, სამივე ფაზა ევროკავშირის დახმარებისა არის უპრეცედენტოდ დიდი და ის თითქმის 500 მილიონი ლარია“, – განაცხადა ნოდარ კერესელიძემ. 22 მილიონი ევროს ღირებულების პროექტები სოფლის მდგრადი განვითარების სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. პროექტის „FAO-ს ხელშეწყობა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მიმართ ENPARD-3-ის ფარგლებში“ ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი უშუალო დახმარებას გაუწევს სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და ფერმერებს და ხელს შეუწყობს საქართველოსა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პოლიტიკის შემუშავებაში. პროექტის „ENPARD-3: სოფლის განვითარების გაუმჯობესება“ ბიუჯეტი 10 მილიონი ევროა. მისი მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობების მხარდაჭერა სოფლის განვითარების პოლიტიკის საკითხებში. ორივე პროექტი სრულადაა დაფინანსებული ევროკავშირის მიერ და 5 წლის მანძილზე გაგრძელდება. პროექტები განხორციელდება ENPARD პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სოფლის განვითარებას, სიღარიბის შემცირებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობების გაზრდას.
(NS)
სახალხო დამცველმა ისაუბრა დაკავებულების გაშიშვლების, მათ შორის არასრულწლოვანთა ცემის, გაუპატიურების მუქარაზე პოლიციის მხრიდან
ყაზახეთმა და ევროკავშირმა ბრიუსელში არაერთ სტრატეგიულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი
სახახო დამცველმა ივანიშვილის რეჟიმის მიღებული დრაკონული და ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონები გააკრიტიკა
საქართველოს ბანკის ბიზნეს 360˚-ის ფარგლებში, ქოფირაითინგის ვორკშოპი გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)