|
2018-06-15 18:46:58, 1197 ნახვა
საზოგადოება
მინსკში სამუშაო ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ხელმძღვანელობით, ბელარუსის რესპუბლიკაში, ქ. მინსკში სამუშაო ვიზიტით ქართული დელეგაცია იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილესთან, იგორ ბრილოსთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სელექციის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრა გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის კოოპერაციულ კავშირში. შეხვედრაზე, რომელსაც აჭარის ა/რ მინისტრი ავთანდილ მესხიძეც ესწრებოდა, საქართველოდან ბელარუსის რესპუბლიკაში ციტრუსისა და ხილის ექსპორტის გაზრდის და უფრო მოქნილი მექანიზმის ამოქმედების საკითხზეც იმსჯელეს. შეხვედრა გაიმართა ბელარუსის სახელმწიფო აგრარულ-ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებთანაც, სადაც ქართველი სპეციალისტების, ვეტერინარებისა და ზოოტექნიკოსების კვალიფიკაციის ამაღლების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული აკადემიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში, სადაც კვლევით სამუშაოები ხორციელდება სხვადასხვა ხილის, ჟოლოს, ლურჯი მოცვის, ანწლის, ახალი სახის კენკროვნების შექმნისა და პრაქტიკული გამოყენების მიზნით. ცენტრში არსებულ ინ-ვიტრო ლაბორატორიაში უვირუსო ნერგები გამოყავთ. მხარეებმა აღნიშნულ ცენტრსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის თანამშრომლობის გეგმებზე იმსჯელეს. ვიზიტის ფარგლებში, ქართულ კომპანიას ,,კავკაზ-გენეტიკა“ და ბელარუსულ კომპანიას ,,Белплемживобъинение“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველოში ერთობლივად განხორციელდება პირუტყვის ხელოვნურად განაყოფიერების პროცედურები, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი პირუტყვის ჯიშობრივ გაუმჯობესებას და, შედეგად, მეცხოველეობის დარგის პროდუქტიულობის გაზრდას. კომპანიის ,,Гомселъмаш“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა კარტოფილის ამღები მოდერნიზებული კომბაინის (საქართველოს გრუნტზე ადაპტირებული) ექსპერიმენტული ნიმუშის დამზადებისა და ქართველი სპეციალისტების თანამონაწილეობით საცდელი-საველე სამუშაოების ჩატარების საკითხებზე იმსჯელეს. ბელარუსის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაციის წევრები საერთაშორისო გამოფენის ,,Белагро-2018“ გახსნას დაესწრნენ. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მათ შორის, ტრაქტორები, კომბაინები, ბალახის საწნეხი აგრეგატები მსხვილფეხა პირუტყვისათვის საკვების (სენაჟის) დასამზადებლად, ასევე, სასათბურე კონსტრუქციები და მრავალფეროვანი სასურსათო პროდუქცია (რძის ნაწარმი, ხორცპროდუქტები, პურ-ფუნთუშეული).
(NS)
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)