21:18 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 16:46:23, 953 ნახვა

საზოგადოება
ავჭალაში სამი სკვერი მოეწყო

ავჭალაში სამ მისამართზე სკვერი მოეწყო. კაჭარავას ქუჩა N77-ში, გლდანის ხევის N10 და ლიბანის ქუჩის N29 კორპუსების მიმდებარედ, მცირე ზომის სკვერების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. 

გლდანის ხევის N6-6ა-ს მიმდებარედ ფიტნეს ზონაც განთავსდა. დასრულებულ სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად გაეცნო. 

„გლდანის რაიონში კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დღეს, ავჭალაში სკვერებისა და ფიტნეს ზონის დასრულებული სამუშაოები დავათალიერეთ. სამ მისამართზე მცირე ზომის სკვერი, ერთ მისამართზე კი, ფიტნეს ტრენაჟორები განვათავსეთ. გარდა ამისა, გლდანის რაიონში, ოთხ მისამართზე დიდი სკვერი, ხოლო ათ მისამართზე მცირე ზომის სკვერი ეწყობა“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

გლდანის რაიონში სკვერების მოწყობა კიდევ ათ მისამართზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, 110 კვ.მ ფართობზე ბავშვებისთვის გასართობი ზონა და სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ასევე, განთავსდება კაუჩუკისსაფარიანი საბავშვო მოედანი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 230 481 ლარი გამოიყოფა. მცირე სკვერების მოწყობის სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დასრულდება. სამუშაოებს შპს „ჩვენი ჯგუფი“ აწარმოებს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics