20:21 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-15 15:18:35, 649 ნახვა

რეგიონი
სოფელ ჩხუტუნეთში მცხოვრებ ფადიმე მალაყმაძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს და 1000 ლარი გადასცეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთში მცხოვრებ ფადიმე მალაყმაძეს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდა.

უხუცეს ქალბატონს იუბილე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილმა, სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ინდირა ნაკაიძემ და ხელვაჩაურის მერის მოადგილე კახა ფუტკარაძემ მიულოცეს.

ფადიმე მალაყმაძე 1918 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოქოლოთში დაიბადა, ადრეულ ასაკში დაოჯახდა, ჰყავს 5 შვილი, 15 შვილიშვილი და 22 შვილთაშვილი. 1951-1953 წლებში რეპრესირებული იყო ყაზახეთის რესპუბლიკაში.

იუბილარს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის „100 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა ერთჯერადი მატერიალური დახმარების“ ფარგლებში 1000 ლარი გადაეცა. სამინისტრო პროგრამას 2004 წლიდან ახორციელებს. 2014 წლამდე თითოეულ მოქალაქეზე 500 ლარი გაიცემოდა, 2014 წელის შემდეგ თანხის ოდენობა გაიზარდა და 1000 ლარს შეადგენს. ამჟამად აჭარაში 100 წლისა და 100 წელს გადაცილებული 30 მოქალაქე ცხოვრობს, ყველა მათგანი ქალბატონია, 8 მოქალაქეს 1000 წელი წლის ბოლომდე შეუსრულდება. აჭარაში ყველაზე უხუცესი ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში მცხოვრები ფიქრიე ირემაძე, ის 1905 წელს დაიბადა და 2018 წელს 113 წელი შაეუსრულდა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics