|
2018-06-15 14:17:56, 981 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა
ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან იზორიამ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაართან ორმხრივი შეხვედრა გამართა. საუბრის დასაწყისში ლევან იზორიამ ევროპელ სტუმარს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის აქტიური ძალისხმევის გამო სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. შეხვედრის დროს მხარეებმა ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურასა და მასში საქართველოს აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრეს. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, საქართველოს, როგორც ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის განუყოფელ ნაწილს, ევროკავშირის მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. საუბარი ასევე შეეხო “პერმანენტული სტრუქტურული თანამშრომლობის” (PESCO) მიმართულებასაც. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველო ინტერესით აკვირდება ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)