|
2015-05-29 13:24:02, 388 ნახვა
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილმა რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დამწვარი ტყის მასივის აღდგენილი ნაწილი დაათვალიერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც პროგრამის - „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ხეობის ხელშეწყობა“ ფარგლებში ფინეთის მთავრობამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამწლიანი პროგრამის შედეგები წარადგინეს. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად, ბორჯომის ხეობაში ფინეთის ელჩი საქართველოში ქრისტერ გუსტაფ მიხელსონი და გაეროს პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე შომბი შარპი იმყოფებოდნენ. „2012 წლიდან დღემდე ტყის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა 80 ჰექტარზე. დაირგო 120 ათასზე მეტი ხის ნერგი, მათ შორის ბორჯომის ხეობისათვის დამახასიათებელი ნაძვი, ფიჭვი, მაჟალო, პანტა და მუხა. 60 ჰექტარის აღდგენა განხორციელდა ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ხელშეწყობით, ხოლო 20 ჰექტარის - ავსტრიის მთავრობის დახმარებით. 1 მილიონ ევროზე მეტი ბიუჯეტის მქონე პროგრამამ ასევე ხელი შეუწყო სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას ბორჯომის რეგიონში, საფუძველი ჩაუყარა გარემოსდაცვით განათლებას სკოლებში. 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდული ეკო კლუბებისა და საზაფხულო ბანაკების მეშვეობით. წაღვერში გაიხსნა ფერმერთა საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი, ვეტერინარული მომსახურების ცენტრი და სასოფლო-სამეურნეო ლაბორატორია. დაიწყო ეკო-სოფლის ელემენტების დანერგვა - ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების შემოღება, ბიო ფერმერობის გაცნობა. 700-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო გარემოსდაცვით საქმიანობაში ახალგაზრდული ეკო კლუბებისა და საზაფხულო ბანაკების მეშვეობით. გაუმჯობესდა ტურისტული ინფრასტრუქტურა - განახლდა წაღვერის პარკი, გაიხსნა ახალი ტურისტული მარშრუტები, ჩატარდა საინფორმაციო კამპანია. 2008 წლის ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა როგორც ბორჯომის ხეობის უნიკალურ ეკოსისტემას, ასევე ადგილობრივ სოფლებს. ტყე სრულად ან ნაწილობრივ განადგურდა 950 ჰექტარზე. საქართველოს მთავრობის, ფინეთის მთავრობისა და UNDP-ის ერთობლივმა ინიციატივამ საფუძველი ჩაუყარა ტყის საფარის აღდგენასა და ბორჯომის ხეობის ახალ განვითარებას, როგორც მწვანე ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის რეგიონის“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)