00:06 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-11 18:25:09, 756 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშილი: კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ გამოგვაცალონ, მაინც აქ ვიდგებით

„კარავი კი არა, ფეხქვეშ მიწაც რომ გამოგვაცალონ, მაინც აქ ვიდგებით, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება“, - ასე გამოეხმაურა პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილის რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

როგორც მან აღნიშნა, ძალოვანი უწყებები ცდილობენ, რომ აქცია დაშალონ.

„მე და ჩემი მეუღლე გუშინდლიდან აქ ვართ. რაც შეეხება აქ მიმდინარე მოვლენებს, ეს არის იმის მცდელობა, რომ ეს უსასტიკესი დანაშაული ჩაფარცხონ, იყენებენ ყველა რესურსს. აქციები გაგრძელდება სანამ ჩემი და სარალიძის მოთხოვნები არ იქნება სისრულეში მოყვანილი. ეს კარვები რომ წაიღეს არაფერია, ჩვენ არ გვჭირდება კარვები. აქ ვიდგებით, ფეხქვეშ მიწას ხომ არ წაიღებენ, თუ იმასაც წაიღებენ მიწის ქვეშიდანაც დავიწყებთ ყვირილს. ჩვენ აქ ვიქნებით სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, პოლიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზაზე განლაგებული კარვები აიღო და თავდაპირველად პარლამენტთან გადაიტანა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს და ტერიტორიიდან სატვირთო ავტომანქანით გაიტანეს. ადგილზე ამ დროისთვის სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. პარლამენტის ეზოში სპეცრაზმი იმყოფება, ხოლო სუს-ის ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც პარლამენტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში მდებარეობს, წყლის ჭავლის მანქანები დგას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics