|
2018-06-11 15:33:15, 948 ნახვა
სამართალი
ზვიად კუპრავა სასადილოდან სასამართლოს დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ზვიად კუპრავასა და მასთან ერთად დაკავებული აქციის სამი მონაწილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ხმაური იყო. მას შემდეგ, რაც სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, კუპრავა, ზაზა სარალიძე და მათი მხარდამჭერები სასამართლოს სასადილოში ჩავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, მათთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და კუპრავას დარბაზში ასვლა სთხოვეს. საპასუხოდ, კუპრავამ მათ უთხრა, რომ დარბაზში სადილის დასრულების შემდეგ ავიდოდა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს და ის დარბაზში იძულებით აიყვანეს. აღნიშნულს მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, რის შედეგადაც სასადილოს ინვენტარი დაიმტვრა. მომხდარი ზაზა სარალიძემ გააპროტესტა: „3 საათამდე მისცა მოსამართლემ დრო, გამოუშვეს, დართეს ნება საჭმელი რომ გვეჭამა. ვჭამდით და დაგვამხეს პოლიციელებმა ყველაფერი. მოსამართლემ გამოგიძახაო სასწრაფოდო, კუპრავას მოთხოვეს. რაღაცა „მოეპრიანათ“, არ აცადეს. აი გახარიას უწყება, შენი დედაც. ხალხო, ტვინი არ გაქვთ არცერთს თავში. ელემენტარული საჭმლის ჭამა არ გვაცადეს ამ ნაძირლებმა. მკვლელები ხართ სულ ყველა“,- განაცხადა სარალიძემ ინციდენტის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)