|
2018-06-11 13:30:14, 934 ნახვა
სამართალი
სასამართლო მერაბ მორჩაძისთვის პატიმრობის შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საქალაქო სასამართლო ხორავას ქუჩის საქმეზე მოწმის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. სასამართლოს განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „2018 წლის 11 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, მოწმის მოსყიდვის ბრალდების საქმეზე მ. მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა. მ. მ.-ს ბრალად ედება მიწოდებული ინფორმაციის შეცვლისთვის მოწმის მოსყიდვა ქონებრივი სარგებლის შეთავაზებით. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებული ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე, ერთ-ერთ მოწმესთან სახლში მივიდა, გაეცნო როგორც ნათესავი და მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გ.ჯ.-ს მამის მეგობარი. მ.მ მას გადასცა თანხა 200 ლარის ოდენობით და პერიოდულად თანხის გადაცემის მიზნით უკავშირდებოდა მოწმეს. მკვლელობის საქმეზე არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ბრალდებული მ.მ კვლავ ეწვია მოწმეს სახლში და ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ მკვლელობაში ბრალდებულის სასარგებლოდ ჩვენების შეცვლა შესთავაზა(ურჩია). აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის მიერ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ჩადენილი ქმედების სპეციფიკა, მიზანი, ის გარემოება, რომ სავარაუდო დანაშაული მიმართულია მტკიცებულებათა მოპოვების საპროცესო წესის წინააღდეგ, რაც ბრალდებულისა და საქმეზე დაკითხული ძირითადი მოწმეების ურთიერთობის, ასევე ბრალდებულის სავარაუდო ქმედებების გათვალისწინებით, ქმნის მაღალ რისკებს ანალოგიური მეთოდებით დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებთან მიმართებაში. მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 30 ივლისს 12 საათზე გაიმართება“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)