|
2018-06-08 14:07:22, 977 ნახვა
საზოგადოება
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ფინანსური ვალდებულებების შესახებ კანტის აკადემიის მოსწავლეებისთვის ტრენინგი გამართა
ფინანსური ვალდებულებების, მოსალოდნელი რისკებისა და სააღსრულებო პროცედურების შესახებ ლექცია-სემინარი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კანტის აკადემიის მოსწავლეებისთვის გამართა. პრევენციული კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში, სასესხო პრობლემების ირგვლივ საუბარი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან შედგა. 14-17 წლის მოზარდებმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს ვალის, ფინანსური ვალდებულებებისა და ადმინისტრაციული სახდელის შესახებ; თავდებობის, იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევებში აღებული ვალდებულებებისა და უფლებების შესახებ; არასასურველი ვალისგან თავის დაცვისა და ადმინისტრაციული ჯარიმების საურავების შესახებ. პროექტის მიზანია, მოზარდთა კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებიც მალე სრულწლოვანი მოქალაქის სტატუსს მიიღებენ და შეეძლებათ ფინანსურ ვალდებულებების აღება, მოახდინოს პრევენციული კომუნიკაცია, რათა ახალგაზრდები, ერთის მხრივ, ინფორმირებული იყვნენ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, ასევე თავიდან აიცილონ დამატებითი ხარჯები, დაზოგონ დრო და ენერგია. პრეზენტაციას აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის უფროსი, ნინო გოგელაშვილი უძღვებოდა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სერტიფიკატები და საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ. პრევენციული კომუნიკაციის პროექტი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნა და მას რამდენიმე წელია თბილისისა და რეგიონების სკოლებში ახორციელებს. პროქტის ფარგლებში, ხდება დამამთავრებელი კლასების მოსწავლეების ინფორმირება, რათა მოზარდებმა აწონ-დაწონონ და გააცნობიერონ შესაძლო რისკები, ვიდრე ვალისა და ფინანსური ვალდებულებების აღებას გადაწყვეტენ. ამგვარ შეხვედრებს აღმასრულებლები სკოლის მოსწავლეებთან რეგულარულად მართავენ. თითქმის ყველა შეხვედრის შემდეგ ბავშვები აცხადებენ, რომ მიწოდებული ინფორმაციის დიდი ნაწილი მათთვის აქამდე უცნობი იყო და რომ ფინანსური ვალდებულებების აღებას უფრო ფრთხილად მოეკიდებიან.
(NS)
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)