|
2018-06-08 13:24:29, 640 ნახვა
რეგიონი
აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება
აჭარაში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი იწყება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტს, რომელიც მაღალმთიან აჭარაში 9 000 აბონენტის გაზმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განახორციელებს. აჭარაში გაზიფიცირების პროექტი უკვე ხორციელდება ხელვაჩაურის, ქედის და შუახევის მუნიციპალიტეტებში, რომელიც პირველ ეტაპზე 11 000 აბონენტის ბუნებრივი აირით მომარაგებას უზრუნველყოფს. სამუშაოები ვადაზე ადრე, 2018 წლის შემოდგომისთვის დასრულდება. რაც შეეხება პროექტის მეორე ეტაპს, აჭარის მაღალმთიანეთში, ტექნიკური ხასიათის სირთულეებისა და მოსამზადებელი სამუშაოების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ სამხრეთ საქართველოში არსებულ გაზსადენის ქსელზე დაერთებით, კურორტ გოდერძის მიმართულებით აშენდება გაზსადენი, რომელიც მაღალმთიან აჭარას მოამარაგებს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება იქ ძალიან რთულ პირობებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა, ასევე ხელი შეეწყობა ტურიზმს და მცირე ოჯახური ტიპის სასტუმროებს. „გარდა ამისა, დაიზოგება ჩვენი ხე-ტყის ოქროს ფონდი, რომელიც არ უნდა იჩეხებოდეს იმისათვის, რომ ადამიანები ზამთარში თბილად იყვნენ. ამიტომ, ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი. 2013-2017 წლებში საქართველოში მოხდა 262 ათასი ოჯახის გაზიფიცირება 815 დასახლებულ პუნქტში. მათ შორის არის ოკუპირებული ტერიტორიებთან მცხოვრები 13 459 ოჯახი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)