|
2015-05-28 17:51:40, 363 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports Holding-ის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს მთავრობა მიესალმება მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის, TAV Airports Holding-ის ინვესტიციებს საქართველოში და მასთან შეთანხმების განახლებული ვერსიის ხელმოწერას, რაც ორწლიანი წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად გახდა შესაძლებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა TAV Airports Holding-ის პრეზიდენტ სანი შენერთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარება, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ტერმინალის რეაბილიტაცია, საუბრის მთავარი თემები იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. „საქართველოს მთავრობის ორწლიანი ნაყოფიერი მუშაობის შედეგად, წამყვანი იურიდიული კომპანიების ჩართულობით, TAV Airports Holding-თან ხელი მოეწერა საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით შედგენილ ხელშეკრულებას, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი სამუშაოები, რომელიც TAV Airports Holding-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უნდა შეასრულოს. TAV Georgia საქართველოში ინვესტირებას განაგრძობს, ხოლო აეროპორტის ოპერირების ვადა, კომპანიას 2027 წლამდე განესაზღვრა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)