|
2018-06-06 16:09:35, 469 ნახვა
რეგიონი
სულხან ღლონტმა დეპარტამენტის საქმიანობა სტუდენტებს გააცნო
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ დეპარტამენტის საქმიანობა გააცნო. პრეზენტაციისას, რომელიც უნივერსიტეტის განახლებულ სამკითხველო დარბაზში გაიმართა სულხან ღლონტმა ყველა ის პროექტი განიხილა, რაც რეგიონში ტურისტების მოზიდვისა და ტურიზმის განვითარების კუთხით ხორციელდება, მათ შორის 16 სამიზნე ქვეყანაში რეგიონის რეკლამირების მნიშვნელობა, ამ კუთხით დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სარეკლამო აქტივობები და რეგიონის ბიუჯეტში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები. ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით გიდების გადამზადებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლებისთვის ენის შემსწავლელი ტრენინგების შესახებ. სტუდენტებთან საუბრისას მან ტურიზმის განვითარებისთვის განათლების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზეც ისაუბრა. შეხვედრას უნივერსიტეტის რექტორი, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები ესწრებოდნენ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტუდენტებმა, რომლებიც უკვე ჩართულები არიან ან ჩაერთვებიან ტურისტულ სექტორში სისტემურად გაიზრონ რას აკეთებს ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენი პროექტები არამხოლოდ რეგიონში ტურისტების მოზიდვას და მთაში ტურისტული პროდუქტების განვითარებას, არამედ სერვისის გაუმჯობესებას ემსახურება, რაც რათქმაუნდა პირდაპირ კავშირშია განათლებასთან. ჩვენი მიზანია მომავალმა თაობამ გაითავისოს, რომ სწორედ მათ ცოდნაზე იქნება დამოკიდებული სამომავლოდ როგორ განვითარდება ტურიზმი აჭარაში. ჩვენთვის ასევე საინტერესო იყო მათი დამოკიდებულებები და ინტერესი, როგორც ჩვენს პროექტებთან, ასევე ზოგადად ქვეყანაში ტურიზმის განვითარებასთან მიმართებაში", - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.
(NS)
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)