|
2018-06-05 18:36:09, 1418 ნახვა
ეკონომიკა
მერსი ტემბონი დადებითად საქართველოში ინტერნეტმმართველობის ფორუმის - EuroDIG 2018-ის ჩატარებას აფასებს
მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა თბილისში EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტმმართველობის საკითხებზე“ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. იგი დადებითად აფასებს საქართველოში ამ რანგის ინტერნეტფორუმის ჩატარებას და აღნიშნავს, რომ EuroDIG-ი განიხილავს ბევრ თემას, რომელიც პირდაპირ შეესაბამება მსოფლიო ბანკის ჯგუფის საქმიანობას საქართველოში. „ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა 2018-2022 წლებში მსოფლიო ბანკის ქვეყნებთან თანამშრომლობის ჩარჩო და ჩვენ ვადასტურებთ ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს, შეინარჩუნოს ზრდა და გაზარდოს პროდუქტიულობა ინკლუზიური და მდგრადი გზით. ასევე, ადამიანებში წაახალისებს ინვესტირების პროცესს“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა. მერსი ტემბონის განცხადებით, ეს ფორუმი საქართველოს დაეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება გაციფრულების ეპოქაში. ამასთან, მისივე ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის ჯგუფი სახელმწიფო და კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოებასთან პარტნიორობით ხელი უწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)