|
2018-06-05 13:13:38, 951 ნახვა
საზოგადოება
სს „ქართული ლუდის კომპანიის“ წარმატებული ვიზიტი ჩინეთში SIAL China-ს გამოფენაზე
სს „ქართული დუდის კომპანიამ“ ჩინეთში, ქალაქ შანხაიში გამართულ SIAL China-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც გარკვეული საქმიანი წინადადებებიც მიიღო. კომპანიის ექსპორტის მენეჯერი ლევან ოსეიფაიშვილი ამბობს, რომ ჩინეთში „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციის გატანაზე, ამ დროისათვის, 15-მდე კომპანიასთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები. „China International Import Expo -ზე სრული ასორტიმენტით ვიყავით წარმოდგენილები. წინასწარ 10-მდე კომპანიასთან გვქონდა ჩანიშნული შეხვედრა, ესენი იყვნენ ძირითადად დისტრიბუტორები. თუმცა ადგილზე გაირკვა, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციით 50 კომპანია იყო დაინტერესებული. საუბარია, როგორც დისტრიბუტორებზე, ასევე ქსელური მარკეტებია და ონლაინ მაკეტების წარმომადგენლებთან. ჩინეთში ონლაინ პლატფორმა ძალიან პოპულარულია და რომლის საშუალებითაც ხდება კონტაქტების დამყარება სხვადასხვა კომპანიებთან. მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდში, ჩინეთის 15 კომპანიასთან გვაქვს აქტიური მოლაპარაკებები“, - აცხადებს სს „ქართული დუდის კომპანიის“ ექსპორტის მენეჯერი.
როგორც სს „ქართული დუდის კომპანიის“ მენეჯმენტი აცხადებს, მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემდგომ ჩინურ ბაზარზე პროდუქციის საცდელი რაოდენობა გაიგზავნება. „სს „ქართული ლუდის კომპანიისათვის“ და ზოგადად საქართველოსთვის ჩინური ბაზრის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჩინეთი დიდი ბაზარია და ჩვენთვის მისი ათვისება საინტერესო და დიდი წარმატება იქნება. მით უმეტეს, რომ ჩინეთის ბაზარი არის უკვე გზა აზიის სხვადასხვა ბაზრებისკენ. როდესაც პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე შედის, ეს მის ცნობადობას და პოპულარიზაციას ზრდის და სხვა ქვეყნებიდანაც ჩნდება ინტერესი“, - აცხადებს ლევან ოსეფაიშვილი. წლის ბოლომდე სს „ქართული ლუდის კომპანია“ კიდევ 3 უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი.
(R)
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)