|
2018-06-05 13:03:46, 1006 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი: უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად თბილისის N202 საჯარო სკოლის - უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგი განახორციელა. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი ვიზიტის შედეგად მრავალი დარღვევა გამოიკვეთა. მათი ცნობიათ, მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. „სკოლა სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პანსიონურ მომსახურებას უწევს მხედველობისა და სხვა თანმხლები დარღვევების მქონე ბავშვებს. სახალხო დამცველი შეხვდა და გაესაუბრა სკოლის მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვა პერსონალს, დაათვალიერა სკოლის ფიზიკური გარემო. ვიზიტის შედეგად მრავალი დარღვევა გამოიკვეთა, რომელიც აბრკოლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა განათლების უფლების ეფექტიანად რეალიზებას. პრობლემურია სკოლის სათანადო სასწავლო და დამხმარე რესურსებით აღჭურვა, სწავლების ხარისხის კონტროლი, პანსიონის ბენეფიციართა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების და საზოგადოებაში ინკლუზიის საკითხები. მნიშვნელოვან გამოწვევად დაფიქსირდა მოსწავლეთა ადეკვატური საკვებით უზრუნველყოფა. მოზარდებთან და სკოლის პერსონალთან გასაუბრებით დადგინდა, რომ დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობა ძალიან მცირეა და ხშირად მშობლებს და პერსონალსაც საკვები სახლიდან მოაქვთ. მენიუ არ არის დიფერენცირებული ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, პირველი და მეთორმეტე კლასელი მოსწავლეებისთვის მსგავსი, მცირე ულუფაა გათვალისწინებული. კრიტიკას ვერ უძლებს საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამორტიზებულია, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის მინიმალურ სტანდარტს და საფრთხის შემცველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აღნიშნულს ადასტურებს მიმდინარე წლის აპრილის თვეში მომხდარი ფაქტი, როდესაც 202-ე საჯარო სკოლის 13 წლის უსინათლო აღსაზრდელი დაწესებულების მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. შემთხვევა საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა, რა დროსაც მასთან ერთად ოთახში 4 ძიძა უნდა ყოფილიყო, თუმცა არცერთი მათგანი ადგილზე არ იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. საქართველოს სახალხო დამცველი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის დასახელებულ ფაქტს, ხოლო ჩატარებული მონიტორინგის შედეგებს უახლოეს მომავალში წარუდგენს საზოგადოებას“,- ნათქვამია განცხადებაში.
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)