15:29 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 08:41:04, 1729 ნახვა

საზოგადოება
მეტროს მემანქანეებმა კალაძესთან შეხვედრა პროტესტის ნიშნით დატოვეს - გაფიცვა გრძელდება

თბილისის მერიაში გაფიცული მემანქანეებისა და დედაქალაქის მერის, კახა კალაძის შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის მერი და შეხვედრის მონაწილეები ამჯერად გლდანში, დეპოს მიმდებარე ტერიტორიაზე წავლენ, სადაც მეტროს სხვა მემქანანეები არიან შეკრებილი და მოლაპარაკებებს იქ გააგრძელებდნენ.

შეხვედრა გლდანის დეპოს შენობაში 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

შეხვედრაზე მეტროს მემანქანეების გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა აქტივისტებიც შევიდნენ, თუმცა, მერის მოთხოვნით, მათ ოთახი დაატოვებინეს. 

შეხვედრის მსვლელობისას, მემანქანეების ნაწილმა დედაქალაქის მერთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. როგორც მემანქანეებმა ჟურალისტებთან საუბარში განაცხადეს, თბილისის მერი კახა კალაძე მათ ეუბნება, რომ ხელფასების მომატებას მერია 2019 წლიდან განიხილავს, რასაც მემანქანეები არ ეთანხმებიან. დეპოს მორიგის, ვანო მარუაშვილის თქმით, ამ დროისთვის პროტესტი გრძელდება და მეტრო დღეს მუშაობას არ განაახლებს.

თამთა ქებურიას ფოტო





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics