|
2015-05-28 14:56:33, 467 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ყოფილ თანაპარტიელებზე: ფრაქციის დანარჩენი წევრები, სადაც უნდა იქ იპოვონ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი ვაშაძის განცხადებით, მისი ყოფილი თანაგუნდელების მიერ პარლამენტში ფრაქციის შექმნა მათთვის ხელის შემშლელი არ არის. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ განუცხადა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ „ქართული ოცნების“ ორწლიანი მმართველობის შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია მიმდინარეობს. რეგლამენტის თანახმად, ფრაქციის შესაქმნელად სულ მცირე 6 დეპუტატია საჭირო. გიორგი ვაშაძის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია თუ ვინ შეიძლება იყვნენ ფრაქციის დანარჩენი წევრები. „ფრაქციის შექმნა ჩვენთვის ხელის შემშლელი არ არის. ჩვენ ჩვენს საქმეს ვაგრძელებთ. ხედავთ, დღესაც აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას, ატიურად ვართ პარლამენტში და ყველაფერს ვაკეთებთ. ღმერთმა გაუმარჯოთ, სადაც უნდათ იქ იპოვონ ფრაქციის დანარჩენი წევრები“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)