|
2018-06-04 18:39:07, 1357 ნახვა
პოლიტიკა
ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების საკითხზე, პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით დონდუას მოუსმინეს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან დეპუტატებს არაღიარების პოლიტიკის ფარგლებში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო. დონდუას განცხადებით, არაღიარების პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიების ე.წ აღიარების საკითხზე. „სხდომაზე ძალიან საინტერესო და სიღრმისეული მოსმენა გაიმართა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოგვაწოდა ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელიც არაღიარების პოლიტიკის განხორციელების პროცესში ხორციელდება და რაც მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის რუსეთის დახმარებით საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონო კონტაქტების დამყარების მცდელობების პრევენცია და მათზე რეაგირება, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გაძლიერება არაღიარების პოლიტიკის განხორციელებაში და სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას, რომ ამ მიმართულებით დროულად მოხდეს ყველა საფრთხის იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება. შევთანხმდით, რომ მომავალში კიდევ უფრო კოორდინირებულად და მჭიდროდ ვითანამშრომლებთ უფრო მეტი შედეგის მისაღწევად და რეგულარულ სახეს მივცემთ მოსმენებს ამ საკითხთან დაკავშირებით", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)