|
2015-05-28 13:09:54, 365 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნას საჭიროდ არ თვლის
სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე კახა კახიშვილი ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნას არ ეთანხმება. კახიშვილი მიიჩნევს, რომ ცალკე, სხვა და სხვა უწყებების შექმნით, პრობლემები არ აღმოიფხვრება, ვინაიდან, მისივე თქმით, არავინ იცის, თუ როგორი პოლიტიკური ფიგურა შეიძლება დაინიშნოს საგამოძიებო, დამოუკიდებელი დეპარტამენტის უფროსად. კახიშვილის მოსაზრებით, საჭიროა, არა ცალკე, დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტის შექმნა, არამედ ინსტიტუციური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და პროკურატურაში რეფორმების გატარება, რაც უკვე დაწყებულია. „ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნას საჭიროდ არ ვთვლი. თუ დღეს პროკურატურის კუთხით რაღაც ტიპის დამოუკიდებლობაა საჭირო იმისათვის, რომ გამოეყოს საერთოდ აღმასრულებელ ხელისუფლებას და გახდეს დამოუკიდებელი, ამ კუთხით უნდა გავატაროთ რეფორმა. დღეს საუბარია იმაზე, რომ თუ პროკურორი ჩაიდენს დანაშაულს ვინ გამოიძიებს და ამიტომ უნდა შევქმნათ ცალკე, კიდევ საგამოძიებო სტრუქტურა, რომელიც გამოიძიებს პროკურორის საქმეს. იბადება კითხვა, თუ იმ ცალკე შექმნილი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი იქნება პოლიტიზირებული, ჩაიდენს დანაშაულს, ვინღა გამოიძიებს მის საქმეს. მერე ისევ ვიფიქროთ იმის კიდევ ცალკე საგამოძიებო უწყების შექმნაზე. მსოფლიო სტანდარტები იცნობს ერთ პროცესუალურ მდევნელს, ეს არის პროკურატურა და იქ ნამდვილად არის გასატარებელი რეფორმები. ეს რეფორმები ტარდება. შესაძლებელია ერთი რეფორმის ტალღით ყველა პრობლემა ვერ აღმოიფხვრას, მაგრამ ამიტომაც ვმუშაობთ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)