|
2018-06-02 19:37:11, 1241 ნახვა
პოლიტიკა
შავგულიძე „ევროპული საქართელოს“ შეთავაზებას თანხმდება და მზადაა მთავარი პროკურორის პოსტი დაიკავოს
"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე შალვა შავგულიძე "ევროპული საქართველოს" შეთავაზებას თანხმდება და მზად არის, ქვეყნის მთავარი პროკურორის თანამდებობა დაიკავოს. როგორც შავგულიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება მმართველმა გუნდა უნდა მიიღოს. მანვე დასძინა, რომ "ქართული ოცნება" მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს. „თუ საზოგადოება, მისი გარკვეული ნაწილი ჩემს მიმართ გამოხატავს ნდობას, მე, რა თქმა უნდა, არ გავექცევი ამ პასუხისმგებლობას და მივიღებ ამ გამოწვევას. კანონმდებლობის მიხედვით, მთავარი პროკურორის დანიშვნის საკითხს წყვეტს მხოლოდ მმართველი პოლიტიკური ძალა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს "ქართული ოცნება", ვის დანიშნავს მთავარ პროკურორად, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა შავგულიძემ. ცნობისთვის, "ევროპული საქართველო" მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შალვა შავგულიძის კანდიდატურას ასახელებს და ამ საკითხზე საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს პრეზიდენტს კონსულტაციების დაწყებას სთავაზობს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)