2018-06-01 21:46:36, 1438 ნახვა
სამართალი
ფილარმონიასთან 4 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, 7 კი, გამოკითხვაზეა გადაყვანილი
ფილარმონიასთან „ქართული მარშის“ აქციაზე დაკავებული პირებიდან 7 გამოკითხვაზეა გადაყვანილი, ხოლო ოთხი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ.
ცნობისთვის, ფილარმონიასთან შეკრებილმა „ქართული მარშის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სოლიდარობას უცხადებენ, თუმცა მათივე თქმით, პარლამენტის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იმყოფებიან და ეს მათთვის მიუღებელია. სწორედ აღნიშნულის გამო გადაწყიტეს კონტრაქციის გამართვა. ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა. "ქართული მარშის" ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ავტორი: ,