07:44 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 19:20:03, 1385 ნახვა

სამართალი
ათასობით ადამიანი პროკურატურიდან მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართება - ვიდეო

პროკურატურასთან შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ მიემართებიან.

აქცია-მსვლელობაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეში დამნაშავე პირების დასჯას ითხოვენ და სკანდირებენ: „შემდეგი შეიძლება შენ იყო“, „ნუ მომკლავ“, „სისტემა უნდა დაინგრეს“, „აღვასრულოთ სამართლიანობა“, „ერთად საქართველოს სადარაჯოზე“. 

მსვლელობას გზად სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. მოქალქეები ქუჩებში საკუთარ ავტომობილებს ტოვებენ და პარლამენტის შენობისკენ ფეხით მიემართებიან. ამასთან ავტომობილის მძღოლები ზაზა სარალიძის მხარდაჭერას სიგნალით გამოხატავენ. 

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეების მოთხოვნის შემდეგ, ცოტა ხნის წინ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics