2018-05-31 15:40:35, 1135 ნახვა
სამართალი
მთავარი პროკურორი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს
მთავარი პროკურორი, ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს.
ამის შესახებ შოთაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
“მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ეს პროცესი გაგრძელდება და ის საგამოძიებო მოქმედებები, რაც მაგალითად ბატონი ზაზა სარალიძე მიიჩნევს, რომ ჩასატარებელია, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ, ყველაფერი გავაკეთოთ“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, გასული წლის პირველ დეკემბერს, თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის ურთიერთშელაპარაკების შედეგად ორი მოზარდი მოკლეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი- ინციდენტიდან მეორე დღეს დაიღუპა. მკლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანია დაპატიმრებული, 5 პირი კი, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის პასუხისგებაში მიეცა.
ავტორი: ,