|
2015-05-27 19:57:42, 368 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა
ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარება საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია, რომლის დაცვაც წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს „ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებში. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა პოსტ-საბჭოთა სივრცეში, რომელმაც Microsoft–თან სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა, რაც სახელმწიფო დაწესებულებების საინფორმაციო -ტექნოლოგიური სისტემების უსაფრთხობასა და დაცულობას ნიშნავს. მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვეს. შეხვედრას ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის–„საქპატენტი“ თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე დაესწრო.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)