12:13 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 13:47:27, 872 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდა და სოფლის მეურნეობაში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიულ გეგმასაც და ხაზი გაესვა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზნესსექტორის ჩართულობის მნიშვნელობას.

„აღსანიშნავია, რომ კერძო კომპანიებს აქვს დიდი რესურსი, მთავრობას დაუჭირონ მხარი. ეს იქნება ძალიან კარგი მაგალითი, საჯარო და კერძო თანამშრომლობის, მათ შორის, ცნობადობის ამაღლების კუთხით, როგორც გარემოსდაცვითი, ისე სოფლის მეურნეობაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე პროცესები, ასევე განვითარების მიზნები. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებთან იმ გეგმებზეც იმსჯელეს, რომელიც სახელმწიფოს გარემოსდაცვითი ღონისძიებების გაუმჯობესების კუთხით აქვს.

„მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, თუ რა კუთხით სჭირდება სამინისტროს მხარდაჭერა და როგორ შეგვიძლია ჩვენ, კერძო სექტორს თანამშრომლობა მთავრობასთან. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ვითარდება, თუმცა განვითარების კუთხით საჭიროა ორივე მხრიდან კიდევ უფრო დიდი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, მაიკლ ქოუგილმა.

გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის წევრები ესწრებოდნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics