|
2015-05-27 18:39:54, 389 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, თინათინ ხიდაშელმა ავღანელ კოლეგასთან მოჰამად მასუმ სტანეკზაისთან გამართა შეხვედრა. ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებმა საქართველოსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. მხარეები სამოქალაქო სექტორში ურთიერთობების გაღრმავების საკითხსაც შეეხნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბში საქართველოს თავდაცვის მინისტრს კოალიციური სარდლობის მეთაურმა, არმიის გენერალ ჯონ კემპბელმა უმასპინძლა. შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების წვლილი. გენერალმა კემპბელმა ქართველი ჯარისკაცების მაღალ პროფესიონალიზმსა და საბრძოლო სულისკვეთებას გაუსვა ხაზი და თინათინ ხიდაშელს საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობისთვის პირადად გადაუხადა მადლობა. „მტიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში სტუმრობისას, თავდაცვის მინისტრმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის, 31-ე ბატალიონის ასეულიც მოინახულა. თინათინ ხიდაშელმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მადლობა გადასცა. მოგვიანებით, მინისტრი ქართული ქვედანაყოფის საცხოვრებელ და სამუშაო პირობებსაც გაეცნო. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ქაბულის სამხედრო აეროპორტის „HKAIA“ ბაზის თურქ მეთაურს, გენერალ-მაიორ მეჰმედ ბაქირსაც შეხვდა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში თურქულ მხარესთან მომავალი თანამშრომლობის შესახებ გაამახვილა ყურადღება.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)