|
2018-05-30 10:47:27, 1294 ნახვა
პოლიტიკა
ჰიზერ ნაუერტი: აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ნაწილია - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს განუყრელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არაგონივრული რჩევის შედეგია და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს. მისივე თქმით, შეერთებული შტატებისთვის ეს ქმედება მოულოდნელი არ იყო. "სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების ფაქტი, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს რუსეთის რეჟმი უჭერს მხარს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას კი არაგონივრული რჩევის შედეგს ვუწოდებთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან ამ სამიკთხზე ჩვენს პოზიციასთან“, -აცხადებს ჰიზერ ნოიერტი. შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)