|
2018-05-26 14:56:07, 652 ნახვა
რეგიონი
თელავში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება
საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილე, სხვა ქალაქებთან ერთად, თელავში აღინიშნება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით, თელავის ცენტრში ღვინის ფესტივალი იმართება, რომელშიც 30-მდე ღვინის კომპანია და მცირე მონაწილეობს. თელავში საზეიმო ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და სოლომონ პავლიაშვილი, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეები ანდრო ასლანიშვილი და ლევან მეხუზლა დაესწრნენ. ისინი კახეთის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად გაეცნენ ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილ კომპანიებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილია ღვინისა და ვაზის კულტურის ისტორიასა და ტრადიციებთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, სხვადასხვა თემატური ფოტოსტენდი, ქართული ვაზის ჯიშების თეატრალიზებული წარმოდგენა. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში გაიმართა შემეცნებითი ლექცია, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მაოდგილე ლევან მეხუზლა უძღვებოდა, აქვე გაიმართა სამეცნიერო დოკუმენტურის ფილმის „საქართველოს ღვინის აკვანი" ჩვენება. ქალაქის ცენტრში მოწყობილ ღვინის მოედანზე მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება ქართული ღვინის გამოფენა-გაყიდვა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, თელავის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილია ასევე სამხედრო ტექნიკა. აქვე იმართება ხელნაკეთი აქსესუარებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა. ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი პროგრამა მხიარული სტარტებითა და სპორტულ-მუსიკალური შეჯიბრებებით. მთელი დღის მანძილზე ტარდებოდა კონცერტები, რომლებშიც მონაწილეობას ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, თელავთან დამეგობრებული სხვადასხვა ქალაქის ფოლკლორული ანსამბლები იღებდნენ. ღონისძიება საღამოს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული „ფოერვერკით" დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლები „ქართული ხმები", „ქუჩის ბიჭები", „ფრანი" და მომღერალი ნინი ქარსელაძე მიიღებენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს თბილისში, თელავსა და ფოთში წარმოადგენს.
(NS)
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)