|
2018-05-26 11:33:24, 910 ნახვა
სამხედრო
თავისუფლების მოედანზე სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა, მათ შორის „ჯაველინებია“ გამოფენილი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოფენის მნიშვნელოვანი სიახლეა ახლადშეძენილი ტანკსაწინააღმდეგო სისტემა "ჯაველინი". მოედანზე ასევე, წარმოდგენილი იქნება: ეჯდერი, GM 403, MaxPro, რაფაელი, დანა, ლარ-160, "ჩინგორი", "დიდგორი", "ლაზიკა", სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანა, "ჰამერი", RM-70; GMM-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი. სამხედრო ტექნიკა ასევე, გამოიფინება შემდეგ ქალაქებში: თელავი, რუსთავი, მარნეული, მცხეთა, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ამბროლაური და საჩხერე. გარდა ამისა, ფიცის დადებისთვის ემზადება საქართველოს შეიარაღებული ძალების საწყისი-საბრძოლო მომზადების ცენტრის პირადი შემადგენლობა. 26 მაისს 366 რეკრუტი და 123 წვევამდელი სამხედრო ფიცს საზეიმო ვითარებაში დადებს. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად ემზადებიან, წვრთნისა და შეფასების ცენტრის JTEC (CTC) ინსტრუქტორთა შემადგენლობა, DRILL სერჟანტთა კოლოფი, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, ქართულ-ამერიკული პროექტის - "საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში" (GDRP) მონაწილე 43-ე ბატალიონი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინსტრუქტორები და რეკრუტების 6 კოლოფი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კოლოფი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროინდელ სამხედრო ფორმებით მიიღებს მონაწილეობას
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
ავსტრიამ ორჯერ ჩაჭრა აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავები ფრენის ნებართვის გარეშე
ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარ რედაქტორს ტიხონ ძიადკოს „ყალბი ამბების“ საქმეში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამეფო ოპერის თეატრმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს პაატა ბურჭულაძის საქმეში ჩარევისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)