08:49 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-25 15:32:30, 1316 ნახვა

საზოგადოება
ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება

ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების ისტორიული პროცესი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პროექტი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება, რომელსაც ხელი 2017 წლის 23 მაისს მოეწერა.

 „20 მაისს, თურქულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, გადაუდებელი პროექტის სახით დაიწყოს ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოები. შემდეგი ეტაპი მოიცავს  ოშკის ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, რომელიც ერთობლივად უნდა განხორციელდეს ქართველი და თურქი სპეციალისტების მიერ,"- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა კულტურისა და სპორტის სამინისტროს და პირადად მიხეილ გიორგაძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ოშკის გუმბათის გამაგრებითი სამუშაოების დაწყება სიმბოლურად ემთხვევა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს.

„ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ზრუნვას და ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო თურქეთის ხელისუფლებას შემხვედრი ნაბიჯებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებისთვის. ასეთი ნაბიჯები ნამდვილად წაადგება იმ საქმეს, რასაც ჰქვია მეგობარ ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობების გაღრმავება", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics