|
2018-05-25 13:02:04, 658 ნახვა
რეგიონი
ბათუმის სტადიონის სამშენებლო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან, რამაზ ბოლქვაძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან ერთად, დღეს სტადიონის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტის მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მთავრობის წარმომადგენლებს კომპანიის ხელმძღვანელებმა მიაწოდეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე რკინა-ბეტონის სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი სართულის კოლონების მშენებლობა დასრულდა და დაწყებულია მათი გადახურვა 10-დან 8 სექტორში, ანუ სამუშაოების 75 % დასრულებულია. შესრულებულია ტრიბუნებისთვის განკუთვნილი დახრილი კოჭების 60 %, დაწყებულია მეორე სართულის კოლონების მოწყობა. ივნისის თვიდან იარუსების (სკამების) მოწყობა დაიწყება. პარალელურად დაწყებულია მეორე სართულის გარკვეულ მონაკვეთებზე კოლონების დახურვა. სექტემბრიდან დაიწყება ლითონის კონსტრუქციების სამუშაოები, რაც სტადიონის გადახურვას მოიცავს. ამ დროისთვის სამუშაოებზე 200 ადამიანია დასაქმებული. სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი. სამშენებლო პროცესში მეხუთე კლასის შენობის სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი კვალიფიკაციის ექსპერტები არიან ჩართული. სტადიონი არქიტექტურული მემბრანით იქნება გადახურული. მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით მოხდება. სტადიონს რამდენიმე შესასვლელი ექნება: მედიის,ავტობუსების, სპორტსმენების და VIP. ტერიტორიაზე დაახლოებით 1200 მანქანაზე გათვლილი პარკინგი მოეწყობა. მშენებლობის პროცესში ჯამში 500 ადამიანი დასაქმდება. ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონის სამშენებლო სამუშაოები 34 თვეში, 2020 წლის სექტემბერში დასრულდება.
(NS)
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)