2018-05-22 17:47:24, 2390 ნახვა
სამართალი
შსს-მ თბილისში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ძაღლის მოკვლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.
„ამ დროისთვის ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ თბილისში, ლაგოდეხის ქუჩაზე, პირმა ავტომობილით ძაღლს გადაუარა. შედეგად ძაღლმა მძიმე დაზიანებები მიიღო და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.
სსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
ავტორი: ,